შავ-თეთრი სამზარეულო შესანიშნავი გადაწყვეტილებაა პრაქტიკულობისა და ელეგანტურობის თვალსაზრისით. ფერთა ეს კომბინაცია ინტერიერში აქტუალობას არასოდეს არ კარგავს. უპირველესად განსაზღვრეთ, რომელი ფერი გსურთ, რომ დომინირებდეს სამზარეულოში. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თეთრი ფერი ვიზუალურად აფართოვებს ოთახს და მეტ სიმსუბუქეს და სინათლეს მატებს მას, შავი კი – პირიქით. შესაბამისად, თეთრი ფერის სიჭარბე სასურველია პატარა ფართობისა და ნაკლებად ნათელი ოთახისთვის. შავ-თეთრი სამზარეულოს ინტერიერს სითბოსა და სიმყუდროვეს შესძენს ღია ფერის იატაკი.
მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge
დატოვეთ კომენტარი