ავსტრალიურმა არქიტექტურულმა კომპანია Elenberg Fraser-მა ცათამბჯენის პროექტი წარმოადგინა, რომელსაც Beyonce-ს სხეულის ფორმა აქვს.
პროექტი სახელწოდებით Premier Tower, რომელიც მელბრუნში განხორციელდება, შთაგონებული იყო მომღერლის ვიდეოკლიპით Ghost.
როგორც კომპანიის საიტი იტყობინება, შენობის კონსტრუქცია აუცილებლად მოგაგონებთ კლიპის მიხედვით ქსოვილში გამოკვეთილ მომღერლის სხეულის ფორმას.
უკვე ცნობილია, რომ ცათამბჯენში სავაჭრო ცენტრების გარდა საცხოვრებელი აპარტამენტებიც განთავსდება. უფრო კონკრეტულად კი 68 სართულიან შენობაში 660 საცხოვრებელი ბინა და 160 სასტუმრო ნომერი იქნება.
პროექტის განხორციელების ვადები ჯერ არ სახელდება.
მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge
დატოვეთ კომენტარი