ბოლო პერიოდში, სულ უფრო მოთხოვნადია ინტერიერში ცარცით სახატავი კედელი ან დეკორაციები, რომელზეც მრავალჯერადად შეიძლება წარწერების გაკეთება. ყველაზე აქტუალურია ცარცით სახატავი კედელი სამზარეულოში და ასევე, ბავშვების ოთახებში, რისთვისაც საჭირო საღებავი საკუთარი ხელით შეგიძლიათ დაამზადოთ უმარტივესი რეცეპტით, რომლის ვიდეო გაკვეთილს ქვემოთ იხილავთ.
მასალის დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:
1) აკრილის მაღალხარისხიანი
2) ცემენტი ან გაჯი (ასევე, გრუნტი).
მომზადების წესი: დაახლოებით 1 ჭიქა საღებავს დაამატეთ 1 სუფრის კოვზი გაცრილი ცემენტი, კარგად აურიეთ და 1–2 ფენად წაუსვით სასურველ ფასადს.
ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ სტანდარტული, მუქი ფერის დაფის ნაცვლად, ნებისმიერი ფერის ცარცით მოსახატი კედელი შეგიძლიათ მიიღოთ!
საღებავის სახლში დამზადების მეთოდებს ამ ვიდეოშიც იხილავთ:
ცარცით სახატავი კედლის ფოტო იდეები:
მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge