ხავერდი ინტერიერის დიზაინში

გაუზიარეთ მეგობრებს!

ხავერდი, ისევე როგორც მრავალი საუკუნის წინ, ახლაც დამსახურებულად იწოდება სამეფო ქსოვილად, მდიდრული ვიზუალის გამო. ინტერიერში მისი გამოყენებით შესაძლებელია შეიქმნას თბილი, მიმზიდველი, განსხვავებული და მცირეოდენ დრამატული ატმოსფერო.

%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1

ეს არისტოკრატული ქსოვილი ინტერიერში განსაკუთრებით მდიდრულად გამოიყურება და ქმნის განუმეორებელ ბოჰემურ ატმოსფეროს.

572f6a4e58cbccc46350d042b82bf8f5

ისტორიულად, ხავერდის სამშობლო XIII საუკუნის იტალიაა. ქსოვილის წარმოება საკმაოდ შრომატევადი და შესაბამისად, ძვირადღირებული იყო, განსაკუთრებით კი აბრეშუმის ბოჭკოსგანგან წარმოებული ხავერდი. XIX საუკუნეში, ეს ქსოვილი განსაკუთრებით პოპულარული გახდა მაღალი მოდის სამყაროში და ფართოდ შეიჭრა ინტერიერის დიზაინშიც.

ხავერდი

ხავერდის თავისებურებები:
როდესაც ხავერდი მზადდება მხოლოდ ბუნებრივი აბრეშუმის ბოჭკოებისგან, ის განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა: ქსოვილი წლების განმავლობაში შეინარჩუნებს ხარისხს, არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს, არ იზიდავს მტვერს, არ იმუხტება და შესანიშნავი ფორმების მიცემა შეიძლება. გარეცხვის შემდეგ არ დეფორმირდება და ფერს არ კარგავს.

ხავერდი

ხავერდოვანი შემოდგომა ინტერიერში

ინტერიერში ამ ქსოვილის გამოყენება შესაძლებელია როგორც ავეჯის ზედაპირზე, ასევე ტექსტილზე – ფარდებზე, გადასაფარებლებზე, ბალიშებზე, აქსესუარებზე. საშემოდგომოდ, შეარჩიეთ ბუნებრივი ფერები: ღვინისფერი, ყავისფერი, კრემისფერი, ბუნებრივი მწვანე. ხავერდი მკვეთრი და არაბუნებრივი ფერებით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ლამაზია, არ მოუხდება შემოდგომის ელეგანტურ ინტერიერს.

barhat7  ხავერდი7be59531f3829c82305a96253ba766ec

შემოდგომის თბილი ატმოსფეროს შესაქმნელად არჩევანი შეაჩერეთ ხავერდის დივანსა და სავარძლებზე. რბილი ავეჯი, რაც არ უნდა მარტივი და ლაკონური ფორმის იყოს, ბევრად უფრო დახვეწილი და მდიდრული იქნება ხავერდის ზედაპირით. 

barhat8 barhat9  %e1%83%ae%e1%83%90%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%98

როდესაც ხავერდის ქსოვილს საფარდედ გამოიყენებთ, ეცადეთ რაც შეიძლება მეტად შეამჭდროვოთ ფარდის ნაკეცები, რაც უფრო ლამაზი და მიმზიდველი იქნება.

ხავერდი

barhatnye-shtory-ap3-big

მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს