ხალიჩების კოლექცია ვერნერ აისლინგერისგან – 2015

გაუზიარეთ მეგობრებს!

ხალიჩების ახალი კოლექცია ვერნერ აისლინგერმა, საზოგადოებას წელსაც წარუდგინა. ცნობილი გერმანელი დიზაინერის  კოლექცია, სახელწოდებით “ელემენტარული ფორმები”, მარტივი ფორმების, ორიგინალური დიზაინისა და ფერების ვირტუოზულ შეხამებას წარმოადგენს.

ხალიჩების კოლექცია შთაგონებულია ძირითადი გეომეტრიული ფორმებით. ისინი ჩვენი ყოველდღიური აღქმის ნაწილს შეადგენენ და თანაბრად პოპულარულია დიზაინის ისტორიის ნებისმიერ ეტაპზე.

ხალიჩების სივრცეს აისლინგერმა ახალი სახე მისცა: მისი დიზაინის კონცეპციას წარმოადგენს ერთმანეთთან დაკავშირებული “კუნძლები”. ეს არის თავისუფალი ფორმის კომპონენტები, რომლებიც საბოლოო ჯამში, სხვადასხვა გეომეტრიული ფორმების ერთობლიობად იქცევა. ხალიჩის ძირითადი ნაწილები კი ერთმანეთისგან გამოყოფილია კონტრასტული ფერის თექის გამყოფი ხაზებით.

თავად შეაფასეთ, განსხვავებული დიზაინის ხალიჩები ნამდვილად განსხვავებულ ელფერს ანიჭებენ ინტერიერს.

ხალიჩების კოლექცია ვერნერ აისლინგერისგან, 2015 წელი

ხალიჩების

ხალიჩების

ხალიჩების კოლექცია

ხალიჩა

ხალიჩების შეძენა

უზორი

მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს