ხალიჩის წმენდა მარტივად, სახლის პირობებში

გაუზიარეთ მეგობრებს!

ხალიჩა სახლის ინტერიერში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რომელიც ოთახს სიმყუდროვესა და კომფორტს მატებს. თუმცა, ადრე თუ გვიან დგება მომენტი, როცა მასში დაგროვილი მტვრისა და ლაქებისგან, ხალიჩა კარგავს თავის ხიბლს. ჩამჯდარი ჭუჭყისა და ლაქების ამოსაყვანად კი, ხშირად გვიწევს მისი ქიმწმენდაში წაღება, თუმცა არსებობს მარტივი საშუალებებიც, რაც სახლის პირობებში, ხალიჩის წმენდას გაგვიმარტივებს და დროისა და ფინანსების დაზოგვაშიც დაგვეხმარება.

დღევანდელ სტატიაში გასწავლით რამოდენიმე მეთოდს, თუ როგორ გავწმინდოთ ხალიჩა მარტივად ისე, რომ არანაკლებ ეფექტური შედეგი მივიღოთ, ვიდრე ქიმწმენდაში შესრულებული რეცხვაა.

ხალიჩის

ალბათ გსმენიათ, რომ საჭმლის სოდა უნივერსალიური საშუალებაა სახლში სისუფთავის დასაცავად. სოდით რეცხავენ და წმენდენ პრაქტიკულად ყველა სახის ზედაპირს. სოდა უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, არ იწვევს  ალერგიას, არ ტოვებს სუნს (პირიქით, აქრობს უსიამოვნო სუნს!), იაფია და იდეალურად ებრძვის სხვადასხვა სახის ლაქებს.

 ხალიჩის გასაწმენადად დაგჭირდებათ:

● 1/3 ჭიქა ძმარი

● 1 სუფრის კოვზი სოდა

● 1 სუფრის კოვზი სარეცხი ფხვნილი

● ცხელი წყალი ( რაოდენობა განსაზღვრეთ თვალის ზომით)

ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს და ჩაასხით შესასხურებელ თავიან ჭურჭელში. მიღებული ნაზავი შეასხურეთ ხალიჩას და გახეხეთ მაგარი ჯაგრისით. შემდეგ სუფთა, კარგად გაწურული ტილოთი მოწმინდეთ ხალიჩა და დააცადეთ ცოტახანს გაშრეს.

 ხალიჩის გასაწმენდად ასევე შეგიძლიათ გაამარტივოთ ზემოაღნიშნული მეთოდი:

– საჭმლის სოდა მოაყარეთ ხალიჩას და დაასხურეთ ცხელი წყალი პულივიზატორით (შესაძლებელია, წყალში გახსნილი სოდაც მოასხათ ხალიჩის ზედაპირს). გააჩერეთ 30 წუთი, დაელოდეთ გაშრობას. გამშრალი სოდის ნარჩენი შემდეგ მტვერსასრუტით გაწმინდეთ. ხალიჩა არა მარტო სუფთა გახდება, არამედ უსიამოვნო სუნიც მოსცილდება!

ცდად ნამდვილად ღირს, შედეგი აუცილებლად გაგაოცებთ!

მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთოთ წყარო: luxhome.ge

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს