ჰოლივუდის სტილი ინტერიერში ნიშნავს მოდას, გლამურს, ფუფუნებას და ბრწყინვალებას. იგივე ჰოლივუდის გლამური არის საკულტო ინტერიერის დიზაინი, რომელიც იყენებს ძვირადღირებულ მასალებს და ვინტაჟურ ავეჯს, რათა შექმნას მდიდრული ინტერიერი ჰოლივუდის ოქროს ხანის ელემენტებით. სტილი გაჩნდა 1930-იან წლებში ჰოლივუდის ოქროს ხანაში, როდესაც კინოინდუსტრიამ პოპულარობის პიკს მიაღწია. ეს სტილი გამოიყენებოდა სცენაზე მსახიობებისთვის შთამდეჭდავი კადრების შესაქმნელად, მაგრამ მალევე გახდა პოპულარული დიზაინერებსა და არქიტექტორებში. ჰოლივუდის გლამურული სტილი გამოხატავს სილამაზის, ელეგანტური და კომფორტული ფუფუნების სიყვარულს.


ჰოლივუდური ინტერიერის დამახასიათებელი ძირითადი ნიშნებია:
- თამამი ფერები;
- მდიდრული ქსოვილები – აბრეშუმი, ხავერდი, ტყავი;
- ვიქტორიანული დივნები;
- ავეჯი ლითონის ჩანართებით;
- ოქროსფერი აქსესუარები;
- ორნამენტების სიმრავლე;
- უჩვეულო ფორმების დეკორი.


როგორ შევქმნათ ჰოლივუდის სტილი ინტერიერში?
- გამოიყენეთ მკვეთრი ფონი და ფერადი აქცენტები (ვარდისფერი, ფუქსია, მეწამული, მწვანე და ა.შ.), რათა დეკორს განსაკუთრებული ექსპრესიულობა მიანიჭოთ.
- ცხოველური პრინტები (მაგალითად, ლეოპარდის), ექსტრავაგანტული ნახატები, ნეოკლასიკური მოტივები, ფართო ზოლები და გეომეტრიული ხაზები შესანიშნავად მოერგება ჰოლივუდურ სტილს.
- ბრჭყვიალა ამ სტილის მთავარი ელემენტია. პრიალა ლაქი აცოცხლებს ავეჯს, ხოლო მბზინავი ჭაღები დეკორს ელეგანტურობას ანიჭებს.
- მდიდარი და ელეგანტური ქსოვილები ოთახს განსაკუთრებულ ბრწყინვალებას ანიჭებს. დეკორაციისთვის შეარჩიეთ მაღალი ხარისხის და ლამაზი ტექსტილი: აბრეშუმი, ხავერდი, ზამში, ტყავი.
- სარკეები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ამ სტილის ინტერიერში. გამოიყენეთ სარკისებური ზედაპირები ავეჯზე ან აქსესუარებზე. ეს გაზრდის ოთახის ფართობს და დეკორს განსაკუთრებულ ესთეტიკურ მიმზიდველობას მისცემს.
- შეაგროვეთ ინტერიერისთვის გამორჩეული და უჩვეულო ნივთები, მოჩუქურთმებული ჩარჩოები და სარკეები, ბროლის ნათურები, ბალიშები. ავანგარდული აქცენტები შექმნის მდიდრული და უდარდელი ცხოვრების განცდას.
თუ გადაწყვეტთ თქვენი სახლის ინტერიერის ჰოლივუდურ სტილში შექმნას, ნუ შეზღუდავთ თქვენს ფანტაზიას!


ვის შეეფერება?
ინტერიერის ეს სტილი შეეფერება ნათელი ხასიათის პიროვნებებს, რომლებსაც მოსწონთ გასული საუკუნის ჰოლივუდის ფუფუნება და გლამური.
დაკავშირებული სტილები
- ნეოკლასიკური
- არტ დეკო



