2021 წლის ფერი Pantone-ს მიხედვით, ნაცრისფერი და ყვითელი იქნება

გაუზიარეთ მეგობრებს!

2021 წლის ფერი (ფერები) ფერების საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის Pantone-ს მიხედვით, ამჯერად ორი ფერის – მკვეთრი ნაცრისფერის 17-5104 Ultimate Grey და კაშკაშა ყვითელის 13-0647 Illuminating კომბინაცია იქნება. ეს ორი დამოუკიდებელი ფერი, ერთობლიობაში სიძლიერისა და იმედის სიმბოლოს გამოსახავს. ნაცრისფერი, როგორც ქვასავით მყარი, სიმშვიდისა და მდგრადობის განცდას გვანიჭებს, ხოლო ყვითელი, როგორც ოპტიმიზმისა და სითბოს წყარო, მზის სხივებით გაჟღენთილი მხიარული ენერგიით გვავსებს. “პრაქტიკული და მყარი, მაგრამ ამავე დროს თბილი და ოპტიმისტური, ეს არის ფერების კომბინაცია, რომელიც სიმტკიცესა და იმედს გვაძლევს. ჩვენ უნდა ვიგრძნოთ წახალისება და ამაღლებული განწყობა. ეს აუცილებელია ადამიანის სულისთვის, “- განაცხადა Pantone Color Institute- ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლეიტრის ეიზემანმა.

​2021 წლის ფერი და მისი გამოყენება

2021 წლის ფერის (ფერების) გამოყენება არ არის აუცილებელი თანაბარი პროპორციებით. რომელიმე მათგანი, Ultimate Grey ნაცრისფერი ან Illuminating ყვითელი შეიძლება ჭარბობდეს ინტერიერში, ავეჯზე, ტექსტილზე, პროდუქტის დიზაინსა თუ შეფუთვაზე.

Pantone-ს ფერების ინსტიტუტი

Pantone-ს ფერების ინსტიტუტი იკვლევს და ადგენს ფერების ტრენდებს, რომლებსაც შემდეგში მთელი მსოფლიოს დიზაინერები თუ ციფრული ინდუსტრიის შემოქმედნი საკუთარ ნამუშევრებში იყენებენ.

2021 წლის ფერი ინტერიერში (ნიმუშები)

2021 წლის ფერი

პანტონეს ფერები

ყვითელი და ნაცრისფერი

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ფერი კლასიკური ლურჯი იყო. 2020 წელს, ინტერიერის დიზაინში ჭარბობდა კლასიკური ლურჯი და მისი ელფერები. გარდა ამისა, დომინირებდა ღია, თბილი პასტელური ფერებიც: ე.წ. შამპანურის ფერი, თბილი ვარდისფერი, ღია მწვანე/ მენთოლისფერი და ღია ყვითელი, ნაცრისფერი.  დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ სტატიაში

წყარო: https://www.pantone.com/color-of-the-year-2021

მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ, მიუთითოთ წყარო luxhome.ge

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს