აბაზანის აქსესუარები ბავშვებისთვის, თუ ისინი აბაზანის მიღებისას ჭირვეულობენ და წყლის ქვეშ ყოფნა არ ხიბლავთ, გაგიმარტივებთ საქმეს: შეეცადეთ მათ ეს პროცესი მაქსიმალურად გაუხალისოთ. გთავაზობთ რამოდენიმე ორიგინალურ იდეას, თუ როგორ შევაყვაროთ ბავშვებს აბაზანა! აბაზანის დროს სათამაშოებთან ერთად ყოფნა ყველა პატარას უხარია. მითუმეტეს, თუ ეს სათამაშოები მოძრაობს და რაიმე სახის აქტივობას ასრულებს. უამრავი საბავშვო სათამაშოების ბრენდი დაკავებულია სპეციალურად აბაზანის დროს გამოსაყენებელი სათამაშოებისა და შემეცნებითი ნივთების შექმნით, რაც აუცილებელია ბავშვის განვითარებისა და გართობისათვის. იმისათვის, რომ სათამაშო გარემო შევუქმნათ პატარებს,…
Read MoreAuthor: luxhome
ყველაზე გავრცელებული შეცდომები ინტერიერის დიზაინში
“ვისაც შეცდომა არ დაუშვია, მას არასოდეს უცდია ახლის შექმნა”, – ამბობდა აინშტაინი, თუმცა როცა საქმე ინტერიერის დიზაინს ეხება, მაინც ეცადეთ, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავოთ! შესაძლოა უნებურად ისეთი დეტალები გამოგრჩეთ, რაც მოგვიანებით ინტერიერს და მასთან ერთად, განწყობას გაგიფუჭებთ. შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არის, მათ შორის არც გამოცდილი დიზაინერები, ამიტომ გაეცანით ოთახის მოწყობისას ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებს და თუ ექსპერტების მოსაზრებებს თქვენც დაეთანხმებით, ეცადეთ, თავიდან აიცილოთ მათი გამეორება. გაეცანით, რომელია ყველაზე გავრცელებული შეცდომები ინტერიერის დიზაინში. ყველაზე გავრცელებული…
Read Moreინტერიერი ჰოროსკოპის მიხედვით
თვითოეულ ზოდიაქოს ნიშანს განსხვავებული გემოვნება და დიზაინის სრულიად უჩვეულო აღქმა აქვს. გაინტერესებს როგორი ინტერიერი შეგეფერება ჰოროსკოპის მიხედვით? ქვემოთ მოყვანილია ზოდიაქოს ნიშნებისათვის შესაფერისი ინტერიერის შტრიხები, რასაც დიზაინერები და ასტროლოგები ერთად ადგენენ. ვერძი ვერძები უპირატესობას ანიჭებენ თბილი ფერების სპექტრს, (მაგალითად, წითელს, ნარინჯისფერს, ყვითელს), რადგან ცეცხლის სტიქიის ნიშანს წარმოადგენენ. ენერგიულ ვერძებს უყვართ დიდი სივრცის შეგრძნება, მინიმალისტური სტილი, ამიტომ მათთან სახლში ავეჯი მცირე ადგილს იკავებს, თუმცა აუცილებელია ჰქონდეთ ბევრი და კარგად ორგანიზებული სათავსოებიც. ავეჯის სასურველი ფერებია: ნაცრისფერი, ყავისფერი, კრემისფერი ან…
Read Moreხალიჩების კოლექცია ვერნერ აისლინგერისგან – 2015
ხალიჩების ახალი კოლექცია ვერნერ აისლინგერმა, საზოგადოებას წელსაც წარუდგინა. ცნობილი გერმანელი დიზაინერის კოლექცია, სახელწოდებით “ელემენტარული ფორმები”, მარტივი ფორმების, ორიგინალური დიზაინისა და ფერების ვირტუოზულ შეხამებას წარმოადგენს. ხალიჩების კოლექცია შთაგონებულია ძირითადი გეომეტრიული ფორმებით. ისინი ჩვენი ყოველდღიური აღქმის ნაწილს შეადგენენ და თანაბრად პოპულარულია დიზაინის ისტორიის ნებისმიერ ეტაპზე. ხალიჩების სივრცეს აისლინგერმა ახალი სახე მისცა: მისი დიზაინის კონცეპციას წარმოადგენს ერთმანეთთან დაკავშირებული “კუნძლები”. ეს არის თავისუფალი ფორმის კომპონენტები, რომლებიც საბოლოო ჯამში, სხვადასხვა გეომეტრიული ფორმების ერთობლიობად იქცევა. ხალიჩის ძირითადი ნაწილები კი ერთმანეთისგან გამოყოფილია…
Read Moreროგორ შევარჩიოთ დივანი – ტყავის ჯობია თუ ქსოვილის?
გადაწყვიტეთ შეიძინოთ ახალი დივანი? მაშინ აუცილებლად დადგებით არჩევანის წინაშე – როგორი ფაქტურის აჯობებს – ტყავის თუ ქსოვილის? რადგან ორივე მათგანს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, ამიტომ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, თვალი გადაავლეთ წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას. მაშ ასე, ჩამოვთვალოთ თვითოეულის ძირითადი მახასიათებლები და შემდეგ მოიფიქრეთ, რომელი იქნება თქვენი სახლისათვის უკეთესი! ტყავის დივანი პლიუსები: »ტყავის დივანი ყოველთვის კლასიკურია, რომელსაც ქსოვილი ვერ ჩაანცვლებს; »უფრო გამძლეა, ვიდრე ქსოვილი; »მაღალი ხარისხის ტყავი წყალგამძლეა და ადვილად არ რჩება მასზე ლაქები….
Read Moreანა კორდეირო – ნათელი და მხიარული ფერების სამყარო
ანა კორდეირო პორტუგალიელი დიზაინერია, რომელიც ინტერიერის დიზაინის სფეროში დიდი ხანია წარმატებით მოღვაწეობს.
Read Moreსამზარეულოს ტრენდები 2015 წლისთვის
სამზარეულოს შესახებ როცა ვსაუბრობთ, შევთანხმდეთ, რომ ის მხოლოდ დიასახლისის საქმიანობისთვის განკუთვნილ სივრცეს არ წარმოადგენს. სამზარეულო უფრო მულტი–ფუნქციური ოთახია, სადაც კულინარიული შედევრების შექმნის პარალელურად, შესაძლებლობა გაქვთ ისადილოთ, ისაუბროთ, გამართოთ წვეულებები და ეს კუთხე მეგობრების თავშეყრის ადგილად აქციოთ. როგორ მოვაწყოთ სამზარეულო ისე, რომ ფუნქციურიც იყოს, თანამედროვეც და ბევრ სტუმარსაც იტევდეს? გავითვალისწინოთ თანამედროვე დიზაინის ნიუანსები და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება! სამზარეულოს ტრენდები 2015 წლისთვის 1. სამზარეულოს თამამი და ნათელი ფერები წელს თქვენი სამზარეულო მოდური იქნება, თუ თამამ, ხალისიან ფერებზე…
Read More2015 წლის ყველაზე მოდური ფერების პალიტრა ინტერიერში
ფერადი დიზაინის საერთაშორისო ცენტრის AkzoNobel–ის ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც ყოველწლიურად განსაზღვრავს მომდევნო წლის მთავარ ფერს, 2015 წლის ფერი და ფერთა გამა დაასახელა – ფორთოხლისფერ–სპილენძისფერი, ვარდისფერი ვარიაციებით. წელს ინტერიერში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოქროსფერი ჩრდილები. ფორთოხლისფერ–სპილენძისფერი ძალიან საინტერესო ფერია, რომელიც კარგად ეხამება ნეიტრალურ, პასტელურ ფერებს, ასევე თეთრს, ნარინჯისფერს. თბილი ფერების ეს პალიტრა ინტერიერს სიმყუდროვეს, სითბოს და კომფორტს მატებს. კიდევ ერთ მოდური გადაწყვეტა ინტერიერში არის ერთმანეთთან ახლოს მყოფი ფერების სპექტრის შეხამება, რაც მთლიანობაში შექმნის მდიდარ ტექსტურას, ფერებისა და ჩრდილების…
Read Moreროგორ ვაქციოთ საძინებელი უფრო მყუდროდ?
საძინებელი ოთახის სიმყუდროვის შექმნა ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა მისი წარმატებით გადაჭრა არც ისე მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. იმისათვის, რომ მეტი კომფორტი შესძინოთ საძინებელს, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები: 1. დაამატეთ საწოლს მეტი ბალიშები (სხვადასხვა ზომისა და ფერის), ასევე ფუმფულა გადასაფარებელი, სასურველია გრაფიკული პრინტებით, ან ოთახის სივრცის კონტრასტულ ფერებში, რაც მას კონტურულად გამოკვეთს. 2. ოთახს დაამატეთ განათება! შეგიძლიათ აირჩიოთ მაგიდის ლამპები ან მიმართული სანათები, ჭერის დამატებითი ნათურები, ტორშერები ან თუნდაც დეკორატიული LED ნათურები. 3….
Read More