“რადიოქალაქი” მუხიანში – პროექტის დეტალები

“რადიოქალაქი” მუხიანში – პროექტის დეტალები

„რადიოქალაქი“ ინოვაციური პროექტია, რომელსაც თემურ უგულავას ბიზნეს-ჯგუფი განახორციელებს. „რადიოქალაქი“ პროექტის განხორციელების მიზნით, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში კომპანია “ინდუსტრიულმა ქალაქმა“ გაიმარჯვა და ტერიტორია 23.3 მლნ. ლარად შეიძინა. შპს “ინდუსტრიული ქალაქი” 2019 წლის 19 ივნისს არის რეგისტრირებული, რომლის 100%-იან წილს შპს “სითი ლოფტი” ფლობს, ხოლო მისი დირექტორი, ვალერი ჩეხერიაა. თავად “სითი ლოფტის” დამფუძნებელსა და 100%-იანი წილის მფლობელს “აჭარა ჯგუფის” დამფუძნებელი, ბიზნესმენი თემურ უგულავა წარმოადგენს. “სითი ლოფტი” ამავდროულად ფლობს “აჭარა ჯგუფის” რამდენიმე მსხვილ აქტივს, მათ შორის სასტუმრო “სტამბასა”…

Read More

სამშენებლო ობიექტები თბილისში და დარღვეული სტანდარტები

სამშენებლო ობიექტები თბილისში და დარღვეული სტანდარტები

სამმხრივი მონიტორინგის შედეგად, 23 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით 54 სამშენებლო ობიექტი შემოწმდა და ყველა მათგანში არსებითი და კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 54-ვე ობიექტზე გამოყენებული იყო ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილება და დარღვევების გამოსასწორებლად კომპანიებს განესაზღვრათ 7-დან 10 დღემდე ვადა. 33 ობიექტს შეუჩერდა სამუშაო პროცესი, ხოლო 38 ობიექტის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებული იყო ჯარიმა, ჯამში 992 500 ლარის ოდენობით. ერთობლივ მონიტორინგს ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,…

Read More

თბილისის თანამედროვე არქიტექტურული ობიექტები – დრონის კადრები

თბილისის თანამედროვე არქიტექტურული ობიექტები – დრონის კადრები

თბილისის თანამედროვე არქიტექტურული ობიექტები – დრონით გადაღებული კადრები ერთად თავმოყრილი ვიდეოში: https://youtu.be/BCQ4aWqFXOc მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge

Read More

სახლი ნიჟარა მექსიკაში

სახლი ნიჟარა მექსიკაში

სახლი ნიჟარა Conch Shell House მექსიკის ერთ-ერთ კუნძულ, ისლა მუერესზე მდებარე არაორდინალური კერძო საცხოვრებელია, რომელიც ეკუთვნის ცნობილ მექსიკელ მხატვარს, ოქტავიო ოკამპოს. სახლის მშენებლობაში მას ეხმარებოდა არქიტექტორი ძმა, ედუარდო ოკამპო. ეს შენობა მთელს კარიბის აუზის სანაპიროზე ყველაზე ლამაზ და ორიგინალურ ნაგებობად ითვლება.  სახლში შესვლისას საოცარ, ზღვის თემატიკის ატმოსფეროში ხვდებით. სახლის მთავარი ოთახი მრგვალი ფორმისაა და კუთხეები მინიმუმამდე არის შემცირებული. აივნიდან შესანიშნავი ხედი იშლება კარიბის ზღვაზე. მთელი სახლი გაწყობილია სანაპიროზე შეგროვილი ზღვის ნიჟარებით. სახლი ნიჟარა დამშვენებულია დიდი აუზით, რომელიც გარშემორტყმულია პალმებითა და ტროპიკული მცენარეებით. მიუხედავად თავისი…

Read More

ცათამბჯენი Beyonce-ს სხეულის ფორმით

ცათამბჯენი Beyonce-ს სხეულის ფორმით

ავსტრალიურმა არქიტექტურულმა კომპანია Elenberg Fraser-მა ცათამბჯენის პროექტი წარმოადგინა, რომელსაც Beyonce-ს სხეულის ფორმა აქვს. პროექტი სახელწოდებით Premier Tower, რომელიც მელბრუნში განხორციელდება, შთაგონებული იყო მომღერლის ვიდეოკლიპით Ghost. როგორც კომპანიის საიტი იტყობინება, შენობის კონსტრუქცია აუცილებლად მოგაგონებთ კლიპის მიხედვით ქსოვილში გამოკვეთილ მომღერლის სხეულის ფორმას. უკვე ცნობილია, რომ ცათამბჯენში სავაჭრო ცენტრების გარდა საცხოვრებელი აპარტამენტებიც განთავსდება. უფრო კონკრეტულად კი 68 სართულიან შენობაში 660 საცხოვრებელი ბინა და 160 სასტუმრო ნომერი იქნება. პროექტის განხორციელების ვადები ჯერ არ სახელდება.    მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ…

Read More

მსოფლიოს Top 3 დახურული აკვა–პარკი

მსოფლიოს Top 3 დახურული აკვა–პარკი

სხვადასხვა შეფასებებით, მსოფლიოს 3 ყველაზე დიდი დახურული აკვა–პარკი ასე გამოიყურება:   #3 პეკინის ეროვნული ოლიმპიური აკვა–ცენტრი, ჩინეთი ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული გასართობი ცენტრში პეკინში არის აკვა–პარკი, რომელიც 2008 წლის ოლიმპიადისთვის აშენდა და განახლებული სახით, ამჟამად ყველაზე დიდი აკვა–პარკია აზიაში. კომპლექსი გაშლილია 12 ათას კვ/მ ფართობზე და მოიცავს უამრავ ტალღოვან აუზს, ზარმაც მდინარეებს, 13 სასრიალოს და სპა ზონებს. ექსტერიერის ვიზუალიდან გამომდინარე, მას წყლის კუბსაც უწოდებენ. #2 World Waterpark, კანადა კანადაში მდებარე World Waterpark 2.1 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული. აქ ყველაზე მაღალი ჩამოსასრიალებელი მილებია – ტვისტერი და…

Read More

სახლი ქამელეონი პრაღის ცენტრში

სახლი ქამელეონი პრაღის ცენტრში

პრაღის ცენტრში მდებარე სახლი ქამელეონი, რომელიც 2014 წელს აშენდა Petr Hajek Architekti–ს პროექტის მიხედვით, ფასადის ფერს იცვლის ამინდისა და გარემოს შესაბამისად. სულ რაღაც 157 კვ/მ–ზე აშენებული სახლი გამწვანებული ეზოს ცენტრში მდებარეობს, მისი ყოველი ფანჯრიდან კი სხვადასხვა ხე მოჩანს: მისაღები ოთახის ფანჯარა ვაშლის ხეს უმზერს, საძინებლის – ალუბლის ხეს, აბაზანის – ატმის ხეს, ბავშვების ოთახის კი – კაკლის ხეს. თვითოეულ ოთახს უნიკალური ხედი და ატმოსფერო აქვს, ყოველ სეზონზე კი განსხვავებული და ულამაზესი სურათი იშლება დარაბებს მიღმა. შენობის ფასადი,…

Read More

თბილისის ახალი ზოოპარკის პროექტი

თბილისის ახალი ზოოპარკის პროექტი

სტიქიის შედეგად სრულიად განადგურებული ზოოპარკის ტერიტორიაზე თბილისის მერია რეკრეაციული ზონის შექმნას გეგმავს. რაც შეეხება ახალ ზოოპარკს, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, მისი აშენება კვლავ იგეგმება და დიდი ალბათობით, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე განთავსდება. ზოოპარკის გადატანის იდეა ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ გაჟღერდა და უკვე შემუშავებულია სავარაუდო პროექტიც, რომელიც “Proctor and Matthews”-ის თბილისის ზოოპარკისთვის გამართული საერთაშორისო დიზაინის კონკურსში მიწვეულ წევრებს ეკუთვნით. პროექტის თანახმად, ზოოპარკი ექვს მსხვილ ცხოველთა კოლექტიურ ზონად დაიყოფა, რომლებსაც მშენებლობის ცალკეული სტრუქტურა ექნება. თითოეული ზონა აგრეთვე ხასიათდება ოთხი ბუნებრივი ელემენტით: წყალი, ჰაერი, მიწა და ცეცხლი…

Read More

როტერდამის უნიკალური 3D სავაჭრო დარბაზი

როტერდამის უნიკალური 3D სავაჭრო დარბაზი

როტერდამის სავაჭრო დარბაზი ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო არქიტექტურული ნაგებობაა ჰოლანდიაში, რომლის 11 ათას კვ.მეტრის 3D ჭერი ვიზიტორებს საოცარ ემოციას ანიჭებს. MVRDV–ის არქიტექტურული შენობა უნიკალურია არნო კოენენისა და ირის როსკამის თემატური ნამუშევარით, სახელად “Cornucopia” (სიმბოლურად, სიუხვის რქა სავსე ხილით, ბოსტნეულით, ყვავილებით), რომელიც 2014 წლის 1 ოქტომბერს გაიხსნა.  ნალის ფორმის შენობის ფასადი არის შუშის, რომელსაც პატარა ფანჯრები დაჰყვება. ხოლო თაღი 3D ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებით დამუშვდა, რომელიც 4000 ნაწილად დაიყო და შემდეგ ლითონის პანელებზე დაიბეჭდა. ინსტალაციაზე თემატურად ასახულია ბოსტნეული, ხილი, ყვავილები. სავაჭრო დარბაზი მოიცავს 100–ზე მეტ…

Read More

ეიფელის კოშკში დამალული საიდუმლო აპარტამენტი

ეიფელის კოშკში დამალული საიდუმლო აპარტამენტი

საფრანგეთის სიმბოლოდ ქცეული ეიფელის კოშკი, რომლის ავტორს, გუსტავ ეიფელს მისი არსებობის ვადად მაქსიმუმ 20 წელი ჰქონდა გათვლილი, დღესაც აოცებს მილიონობით მნახველს და საოცარი მიზიდულობის ძალით იზიდავს უამრავ ტურისტს. თუმცა, ბევრისთვის შესაძლოა სიახლე იყოს ინფორმაცია იმ საიდუმლო ოთახის არსებობის შესახებ, რომელიც კოშკის წვერზე, 285 მეტრის სიმაღლეზეა მოთავსებული. 1889 წელს, პროექტის დასრულების შემდეგ, მისმა ავტორმა და ინჟინერმა გუსტავ ეიფელმა კოშკის მესამე დონეზე, კოშკის წვერთან ახლოს, პატარა აპარტამენტი მოიწყო, რომელიც სადად და მყუდროდ გამოიყურებოდა: კედლებზე თბილი ტონის, ფერადი შპალერი იყო გაკრული…

Read More
1 2