კარიმ რაშიდის უახლესი სამზარეულოს დიზაინის ნიმუშები

კარიმ რაშიდის უახლესი სამზარეულოს დიზაინის ნიმუშები

კარიმ რაშიდის უახლესი სამზარეულოს დიზაინის ნიმუშები: მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge

Read More

დიზაინერი კარიმ რაშიდი თბილისში: მასტერკლასი “შეცვალე სამყარო”

დიზაინერი კარიმ რაშიდი თბილისში: მასტერკლასი “შეცვალე სამყარო”

23 მარტს, მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ინდუსტრიული დიზაინერი, კარიმ რაშიდი თბილისს ეწვია. კარიმ რაშიდის შემოქმედების მოყვარულთ შესაძლებლობა მიეცათ პირადად შეხვედროდნენ „ფერების მეფედ“ წოდებულ დიზაინერს და უშუალოდ მისგან მიეღოთ მასტერკლასი  –  „შეცვალე სამყარო“. მასტერკლასი არქიტექტურული პროექტის АРХ|CAFFÉ ნაწილია, რომლის ორგანიზება უკრაინულ ჟურნალს „Дом и Интерьер“ ეკუთვნის, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მხარდაჭერით. რაშიდი გამორჩეული ორიგინალურობით საუბრობს დიზაინის როლზე ყოველდღიურ ცხოვრებაში და თანამედროვე ეპოქის გამოწვევებზე. დღევანდელი ცხოვრების სტილი მოითხოვს არა მხოლოდ კომფორტს, არამედ დაბალბიუჯეტიანი, ეკოლოგიურად სუფთა, ბიოდეგრადირებადი პროდუქციის ჰარმონიულ…

Read More

ამქვეყნიური სამოთხის კუთხე ესპანელი არქიტექტორისგან

ამქვეყნიური სამოთხის კუთხე ესპანელი არქიტექტორისგან

არქიტექტორი ამადორ კალაფატ-ბუსკეტსი, წარმოშობით მაიორკიდან, რომელიც გერმანიაში მოღვაწეობდა, მშობლიური ბუნების სიყვარულმა სამშობლოში დააბრუნა. ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე, სადაც ჰაერი გაჯერებულია როზმარინისა და ზღვის სუნით, მან ამქვეყნიური სამოთხის კუთხე მოიწყო.  სახლის შესასვლელი და ტერასა: ჭიშკარიდან აყვავებული ეზო მოჩანს, ქვის თაღებთან – ზეთისხილის ხეები. ეზო სავსეა აყვავებული მცენარეებით, სადაც ულამაზესი ეკო-სტილის ტერასაა მოწყობილი: ქვის კედლებითა და დაწნული სავარძლებით, თვალწარმტაცი ხედით.    ინტერიერი: მისაღებში, როგორც ყველგან, მარადიული ზაფხული შეიგრძნობა. ინტერიერში ჭარბობს თბილი ფერები, გამოყენებულია თავისებური დეკორი: ბალიშები რუკების ანაბეჭდებით, სანთლები, პუფები, ყვავილების ვაზები. მისაღებს ფართო ქვის თაღი ჰყოფს სასადილოსგან. მასიური მუხის მაგიდა გარშემორტყმულია დაწნული სკამებით და ოთახს ამშვენებს ელეგანტური რკინის ჭაღი. სამზარეულო – ნათელი, ესპანური ქანთრის სტილში. საძინებელი – კლასიკური, ასევე ნათელი ფერებით. დაწნული ყუთები და ყვავილებით სავსე კალათები, რომლებიც შესანიშნავ სურნელს აფრქვევენ, ყველა ოთახის არტიბუტია.   მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

Read More

ინტერიერი მაღალი მოდის მოყვარული ქალბატონებისათვის

ინტერიერი მაღალი მოდის მოყვარული ქალბატონებისათვის

გიზიდავთ მაღალი  მოდის სამყარო? ფიქრობთ, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ მოდის სახლებისა თუ ცნობილი დიზაინერების მიერ შექმნილი კოლექციების მიმართ? იცით, რომ თქვენი ეს გატაცება შეგიძლიათ თქვენი სახლის ორიგინალური ინტერიერის თემად აქციოთ? გამოიყენეთ haute-couture შედევრები სახლის დეკორის ელემენტებად და შეიქმენით მოდური ინტერიერი.

Read More

კარიმ რაშიდი – “ფერების მეფე”

კარიმ რაშიდი – “ფერების მეფე”

თანამედროვე მსოფლიოში სახელგანთქმული, “ფერების მეფედ” წოდებული კარიმ რაშიდი (წარმოშობით ეგვიპტელი, დაბ. 1960) ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიული ინდუსტრიული დიზაინერია, რომლის ფანტასტიური შთაგონებით შექმნილი ნამუშევრები მსოფლიოს ირგვლივ უამრავ ადამიანს აღაფრთოვანებს. კარიმ რაშიდი მრავალმხრივი ნიჭის ადამიანია, რომელსაც შექმნილი აქვს სახლის, სასტუმროების, რესტორნების თითქმის ყველა მოწყობილობისა თუ ავეჯის დიზაინი. ის არის არქიტექტორი, დეკორატორი, მხატვარი, მოდის დიზაინერი, კითხულობს ლექციებს და არის ასევე DJ. მისი პორტფოლიო მოიცავს 3000-ზე მეტ დიზაინსა და 300 ჯილდოს. მუშაობდა დაახლოებით 40 ქვეყანაში, ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა აუდი, არმანი, კენზო,…

Read More

ბოგი ფაბიანი : ჯადოსნური ინტერიერი

ბოგი ფაბიანი : ჯადოსნური ინტერიერი

უნგრელი დიზაინერი ბოგი ფაბიანი ევროპაში კარგად ცნობილი მხატვარია, რომლის განსხვავებული და უნიკალური შემოქმედება გულგრილს არც თქვენ დაგტოვებთ. იგი ამჟამად ვენაში აგრძელებს წარმატებულ მოღვაწეობას და თავბრუდამხვევ ნიმუშებს ქმნის როგორც ინტერიერის დიზაინის სფეროში, ასევე კერამიკისა და ბოდი არტის მიმართულებით. მის ნამუშევრებს შეიძლება ვუწოდოთ დახვეწილი, გასაოცარი და ამაღელვებელი, რაც ავტორის მგრძნობიარე ხასიათის თამამი გამოვლენაა. თუ ფიქრობთ, რომ ჭერზე მიმაგრებული პატარა მანათობელი ვარსკვლავები ინტერიერის შთამბეჭდავი შტრიხია, ბოგი ფაბიანი თქვენს შეხედულებას თავდაყირა დააყენებს! ბოგი ფაბიანი ულტრა-იისფერი საღებავის გამოყენებით საკუთარი ხელით…

Read More

ანა კორდეირო – ნათელი და მხიარული ფერების სამყარო

ანა კორდეირო – ნათელი და მხიარული ფერების სამყარო

ანა კორდეირო პორტუგალიელი დიზაინერია, რომელიც ინტერიერის დიზაინის სფეროში დიდი ხანია წარმატებით მოღვაწეობს.

Read More