როგორ გავაფორმოთ ეზო ორიგინალური ბილიკებით

როგორ გავაფორმოთ ეზო ორიგინალური ბილიკებით

ეზოს გაფორმების ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია ბილიკების დაგება. ბილიკებად შეიძლება სხვადასხვა მასალა გამოიყენოთ, ხოლო თუ საკითხს კრეატიულად მიუდგებით, თავადაც შეძლებთ მათ დამზადებას. გაინტერესებთ, როგორ გავაფორმოთ ეზო ორიგინალური ბილიკებით? გინახავთ, რა ორიგინალურად გამოიყურება დამტვრეული ჭურჭლის ნარჩენებისგან გაკეთებული ბილიკის ფილები? ან სხვადასხვა ზომისა და ფერის ქვებით შექმნილი ბილიკი, რომელთა შეგროვებას მარტივად შეძლებთ? ან იქნებ თავად შეძლოთ ფილების საღებავებით მოხატვა? გთავაზობთ იდეებს შთაგონებისთვის, რომლებიც თქვენი ეზოს დეკორირებაში დაგეხმარებათ.           მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge

Read More

ყველაზე უჩვეულო ავტოფარეხი

ყველაზე უჩვეულო ავტოფარეხი

ეს საოცარი გამოგონება, რომელსაც Gazebox ჰქვია (მწარმოებელი ქვეყანა – იტალია), არა მხოლოდ ავტომობილებისა თუ მოტოების კომფორტულ სადგომად, არამედ დასვენებისა და გართობის ადგილად გამოიყენება. გადახურული შუშის სტრუქტურა, რომელიც დისტანციურად იღება და იხურება, სპეციალური პოლიკარბონატის პანელების საშუალებით დაცულია მზის, წვიმის, სეტყვის, ქარის, ყინულის ზემოქმედებისაგან და ასევე, ცხოველებისა და ჩიტებისგან. მისი დამონტაჟება სირთულეს არ წარმოადგენს და მსურველებს ნებისმიერი ფერის შეკვეთაც შეუძლიათ. მფლობელებს შეუძლიათ იქვე განტვირთვის ან სასადილო სივრცეც მოიწყონ, როდესაც მანქანა გასულია.    მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

Read More

აუზი – ზაფხულის ოაზისი

აუზი – ზაფხულის ოაზისი

მზე, სუფთა ჰაერი, შესანიშნავი გარემო და აუზი გასაგრილებლად! არაფერი შეედრება ცხელ ზაფხულში აუზზე განტვირთვასა და რელაქსაციას, უზრუნველად დასვენებას და უბრალოდ, არაფრის კეთებას! ერთად გადავავლოთ თვალი ულამაზეს აუზებს მსოფლიოს ირგვლივ.     მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge  

Read More

თანამედროვე ლანდშაფტის დიზაინი By C.O.S Design

თანამედროვე ლანდშაფტის დიზაინი By C.O.S Design

გთავაზობთ ერთ–ერთ საინტერესო თანამედროვე ლანდშაფტის დიზაინს კომპანიისაგან C.O.S Design. პროექტი ჰარმონიულად აერთიანებს ტრადიციულ მცენარეთა პალიტრასა და თანამედროვე მყარ სტრუქტურას, აუზის ზონასთან ერთად.     მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

Read More

ფანჩატური – ყველაზე რომანტიული კუთხე თქვენს ბაღში

ფანჩატური – ყველაზე რომანტიული კუთხე თქვენს ბაღში

თანამედროვე ბაღის დიზაინში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ფანჩატური. ეზოში მოთავსებული ეს მცირე კონსტრუქცია სხვადასხვა სახის, მასალისა და დიზაინისაა კლიმატის გათვალისწინებით. ძირითადად გამოარჩევენ არბორს, იგივე პერგოლას (მოძრავი გადახურვით), რომელიც მზადდება ხის, ალუმინის, ინოვაციური მასალისა და თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ როგორც გადახურულ, ასევე ღია მდგომარეობაში, ამინდის შესაბამისად. ასევე გამოარჩევენ ოქტაგონის ფორმის გადახურულ პავილიონებს, რომლებიც ყველა მხრიდან ღიაა. ასეთი პავილიონები შეიძლება აშენდეს ან დამზადდეს სხვადასხვა მასალით. გსურთ დასვენება, გართობა, სუფთა ჰაერი და გემრიელი საკვები მოაქციოთ ერთ სივრცეში? მაშინ მოაწყეთ…

Read More

საუკეთესო იდეები ეზოს მოსაწყობად (ნაწილი 1)

საუკეთესო იდეები ეზოს მოსაწყობად (ნაწილი 1)

თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, როგორ დაგეგმოთ და გაალამაზოთ თქვენი ეზო, გთავაზობთ ლანდშაფტის დიზაინის საუკეთესო ნიმუშებს. ვინაიდან ლანდშაფტის დიზაინერის მომსახურება დღეს არც ისე ხელმისაწვდომია, შეეცადეთ თავად შექმნათ თვალწარმტაცი პეიზაჟი რელიეფისა და მცენარეების გამოყენებით.  განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გეომეტრიულ ფორმებს, მცენარეთა განლაგების კონტურებს, ბილიკებსა და ბაღის სხვა დეკორატიულ ელემენტებს. მოიმარჯვეთ ფინჯანი ყავა ან ჩაი და უბრალოდ დატკბით ამ სილამაზით! მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

Read More