როგორ მოვუაროთ საშხაპე კაბინას? პრაქტიკული რჩევები

როგორ მოვუაროთ საშხაპე კაბინას? პრაქტიკული რჩევები

იმისათვის, რომ საშხაპე კაბინა დიდხანს გამოიყენოთ, მას რეგულარული და სათანადო მოვლა სჭირდება. საშხაპე კაბინის შუშებს ადვილად ემჩნევა წყლისა და საპნის ლაქები (განსაკუთრებით ხისტი წყლის პირობებში). ამიტომ, გარდა ყოველდღიური მოვლისა, სასურველი რამოდენიმე კვირაში ერთხელ მაინც “გენერალურად” გააპრიალოთ საშხაპე კაბინა სპეციალური საშუალებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიანებით უფრო გაგიჭირდებათ ლაქების მოცილება. ჩვენი რჩევაა, კაბინის გასაწმენდად მხოლოდ საშხაპე კაბინისთვის განკუთვნილი საწმენდი საშუალებები გამოიყენოთ, არავითარ შემთხვევაში არ გაწმინდოთ ქლორით და კაფელისა და მეტლახის საწმენდი საშუალებებით, ასევე არ გამოიყენოთ უხეში ჯაგრისები. ქლორის…

Read More

როგორ შევარჩიოთ ჟალუზები?

როგორ შევარჩიოთ ჟალუზები?

ფარდა–ჟალუზები ინტერიერში აქტუალობას არ კარგავს – პირიქით, ჟალუზების სახეობები, ფაქტურა და ვიზუალი დინამიურად ფართოვდება და არჩევანის დიდ თავისუფლებას გვანიჭებს. ფარდა–ჟალუზის ფართოდ გავრცელება განაპირობა მისმა იოლმა და პრაქტიკულმა გამოყენებამ, ფერებისა და მასალის ფართო სპექტრმა, ის იდეალურად იცავს ოთახს მზის სხივებისგან, თანამედროვე და მოდურ იერს ანიჭებს ინტერიერს და ადვილია მისი საშუალებით ოთახისთვის განსხვავებული სტილის მორგება.  ვისაუბროთ ჟალუზების ფუნქციებზე, მასალაზე და თავისებურებებზე, მის სუსტ და ძლიერ მხარეებზე. ჟალუზების არჩევანი დიდია: არსებობს ვერტიკალური, ჰორიზონტალური, რომაული, იაპონური პანელები, პლისე, როლეტი და…

Read More

10 ოთახის მცენარე, რომლებიც თქვენს ოჯახში სიყვარულსა და იღბალს შემოიტანენ

10 ოთახის მცენარე, რომლებიც თქვენს ოჯახში სიყვარულსა და იღბალს შემოიტანენ

ფართოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ოთახის ზოგიერთ დეკორატიულ მცენარეს ოჯახში სიყვარულის ატმოსფეროს შექმნა და იღბალის შეტანა შეუძლია. იმასაც ამბობენ, რომ ბევრ მათგანს ოჯახის სიმტკიცეშიც კი მიუძღვის წვლილი. ამ ჯადოსნური ოთახის მცენარეების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: 1. სპატიფილუმი, ცნობილია “ქალური ბედნიერების” მეტსახელით. როგორც ამბობენ, ამ მცენარის სახლში შეტანისას, მარტოხელები აუცილებლად იპოვნიან მეორე ნახევარს, ხოლო ახალგაზრდა ოჯახი თუ ბავშვზე ოცნებობს, ეს ოცნება მალე რეალობად იქცევა. სპატიფილუმი პოზიტიურად იმოქმედებს ურთიერთგაგებასა და სიყვარულზე. 2. ია, რომელსაც მშვიდობის ყვავილს ეძახიან. დაკვირვებამ ცხადჰყო,…

Read More

10 საუკეთესო რჩევა პატარა აივნის მოსაწყობად

10 საუკეთესო რჩევა პატარა აივნის მოსაწყობად

თუ თქვენი აივნის ფართობი საკმაოდ პატარაა, ეს დიდ დაბრკოლებას არ წარმოადგენს იმისათვის, რომ ლამაზად და ფუნქციურად მოაწყოთ იგი.  ამ შემთხვევაში, თქვენი ამოცანაა პატარა აივნის მსუბუქად, კრეატიულად და ორიგინალური აქსესუარებით მორთვა. გთავაზობთ პატარა აივნის მოწყობის ძირითად ხერხებს, რაც თქვენს სახლს დამატებით კომფორტულ ზონას შემატებს:  1. დადგით კომპაქტური და მსუბუქი გარე ავეჯი, თავისთავად ცხადია, სივრცის დაზოგვისა და ასევე, სურვილის შემთხვევაში, წვიმის დროს სწრაფად და მარტივად ალაგების მიზნით.   2. გამოიყენეთ კედლები, სადაც შეგეძლებათ დასაკიდი თაროებისა და დეკორაციების მოთავსება. ასევე შეგიძლიათ…

Read More

შეკიდული თუ გასაჭიმი ჭერი? აუცილებელად გასათვალისწინებელი რჩევები!

შეკიდული თუ გასაჭიმი ჭერი? აუცილებელად გასათვალისწინებელი რჩევები!

რემონტის დროს, ხშირად კეთდება არჩევანი შეკიდული ან გასაჭიმი ჭერის სასარგებლოდ. გარდა იმისა, რომ ამ ტიპის ჭერი ესთეტიურად მიმზიდველია, ამავდროულად ძალიან პრაქტიკული და სასარგებლოც არის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ჭერს დეფორმაცია ან სხვა სახის ნაკლი აქვს. თანამედროვე სარემონტო მასალები იძლევა იმის საშუალებას, რომ ჭერის დეფექტები მოხერხებულად შეინიღბოს, თანაც შესაძლებელია მის ქვეშ ელექტროსადენების მარტივად დამალვა. სანამ ჭერის შეცვლა–შელამაზებას დაიწყებთ, ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა – შეკიდული თუ გასაჭიმი ჭერი? რომელი უფრო მარტივად მონტაჟდება და რომელი უფრო იაფი ჯდება? რომელი უფრო გამძლეა და მარტივად…

Read More

10 არგუმენტი, თუ რატომ უნდა შეარჩიოთ რუხი ფერის დივანი!

10 არგუმენტი, თუ რატომ უნდა შეარჩიოთ რუხი ფერის დივანი!

ავეჯის შესაცვლელად გადაწყვეტილების მიღება არც თუ ისე მარტივია. თუმცა, გამოსავალი შესაძლოა რუხი ფერის დივანში იპოვოთ, რადგან ის უპრობლემოდ ერგება ნებისმიერ ინტერიერს, იქნება ის კლასიკური, ჰაი–ტეკი თუ გლამურული. რუხი ფერის ფართო სპექტრი – ღია ფერიდან მუქ ნაცრისფრამდე, მოგცემთ საშუალებას, რომ თამამად შეუხამოთ იგი ინტერიერის ძირითად ფერებს. ქვემოთ მოყვანილია არგუმენტები, თუ რატომ უნდა მიანიჭოთ უპირატესობა დივანის შეძენისას რუხ ფერს! #1. ნაცრისფერი – ყველაზე ნეიტრალური ფერია! #2. მისი საშუალებით უპრობლემოდ განაახლებთ ოთახს, აღარ შეგაფერხებთ ფერთა შეხამებაზე ფიქრი! საკმარისია, ბალიშები შეარჩიოთ ინტერიერის შესაბამისი ფერის და…

Read More

როგორ შევარჩიოთ ჭაღი?

როგორ შევარჩიოთ ჭაღი?

ინტერიერის დიზაინში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენს ჭაღი, რომლის სათანადოდ შერჩევა საკმაოდ რთულია. კარგი ვიზუალი რა თქმა უნდა, არ არის კარგი ხარისხის გარანტორი, ამიტომ ჭაღის შეძენამდე შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ! 1. ყურადღება მიაქციეთ ჭაღის მასალას, რომელიც შეიძლება დამზადებული იყოს დამუშავებული რკინის, ვერცხლის ან ოქროს გამოყენებით, შუშის ან ქსოვილის (აბაჟურები), რომელიც ბოლო დროს საკმაოდ აქტიურად გამოიყენება ინტერიერში. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მინისგან დამზადებული ჭაღები დროთა განმავლობაში ფერს იცვლის და ყვითლდება, რომლის გაწმენდა შეუძლებელია, ლითონისგან დამზადებული ჭაღები კი ფერს…

Read More

აბაზანის აქსესუარები ბავშვებისთვის

აბაზანის აქსესუარები ბავშვებისთვის

აბაზანის აქსესუარები ბავშვებისთვის, თუ ისინი აბაზანის მიღებისას ჭირვეულობენ და წყლის ქვეშ ყოფნა არ ხიბლავთ, გაგიმარტივებთ საქმეს: შეეცადეთ მათ ეს პროცესი მაქსიმალურად გაუხალისოთ. გთავაზობთ რამოდენიმე ორიგინალურ იდეას, თუ როგორ შევაყვაროთ ბავშვებს აბაზანა! აბაზანის დროს სათამაშოებთან ერთად ყოფნა ყველა პატარას უხარია. მითუმეტეს, თუ ეს სათამაშოები მოძრაობს და რაიმე სახის აქტივობას ასრულებს. უამრავი საბავშვო სათამაშოების ბრენდი დაკავებულია სპეციალურად აბაზანის დროს გამოსაყენებელი სათამაშოებისა და შემეცნებითი ნივთების შექმნით, რაც აუცილებელია ბავშვის განვითარებისა და გართობისათვის. იმისათვის, რომ სათამაშო გარემო შევუქმნათ პატარებს,…

Read More
1 2