როგორ შევხვდეთ ცეცხლოვანი მაიმუნის წელს

როგორ შევხვდეთ ცეცხლოვანი მაიმუნის წელს

2016 ცეცხლოვანი მაიმუნის წელია. ასტროლოგები გვირჩევენ, რომ პრეტენზიულ და მოულოდნელობების მოყვარულ წითელ მაიმუნს შესაბამისად მორთული და ეგზოტიკური კერძებით გაწყობილი სუფრა დავახვედროთ. რადგან 2016 წელი აქტიური მაიმუნის წელიწადია, ახალ წელს უნდა შეხვდეთ აქტიურად: ცეკვით, სიმღერით, ხმამაღალი სადღეგრძელოებით. რაც მეტად მხიარულად დახვდებით მაიმუნის წელიწადს, მით მეტად მოიპოვებთ მის კეთილგანწყობას. კარგი იქნება თუ ახალი წელის ღამეს ჩაიცვამთ წითელ, შინდისფერ, ვარდისფერ და ცეცხლის სტიქიიდან გამომდინარე: ოქროსფერ, ყვითელ, ნარინჯისფერ ტანსაცმელს და ისე შეხვდებით დამდეგს.  საახალწლო სუფრის ცენტრალური ადგილი რა თქმა უნდა,…

Read More

შიდა კიბეების მოაჯირების გაფორმება საახალწლოდ ნებისმიერი გემოვნებისთვის

შიდა კიბეების მოაჯირების გაფორმება საახალწლოდ ნებისმიერი გემოვნებისთვის

შიდა კიბეების მოაჯირების გაფორმება საახალწლოდ განსაკუთრებით საინტერესო და ამავდროულად, საპასუხისმგებლოა, რადგან იგი თქვენს ინტერიერში ცენტრალური დეკორის ადგილს დაიკავებს. გთავაზობთ მრავალფეროვან იდეებს მოაჯირების მოსართავად, ნებისმიერი გემოვნებისთვის.         

Read More

ნაძვის ხის თავზე ვარსკვლავის ალტერნატივა – იდეები

ნაძვის ხის თავზე ვარსკვლავის ალტერნატივა – იდეები

ჯერ კიდევ 20-30 წლის წინ, ალბათ არავინ კამათობდა საახალწლო ნაძვის ხის თავზე ვარსკვლავის მიმაგრებაზე, ეს მტკიცე ტრადიციად ჩამოყალიბებულ დეკორაციას წარმოადგენდა. თუმცა, დღეს უკვე ბევრი “ღალატობს” ნაძვისხის ვარსკვლავით მორთვის ჩვეულებას და ალტერნატიული დეკორის გამოყენებას ანიჭებენ უპირატესობას. აქვე ავღნიშნოთ, რომ ეს მხოლოდ გემოვნების საკითხია, ტრადიციულ ვარსკვლავს აირჩევთ თუ სხვა ფორმის დეკორაციას. გთავაზობთ თანამედროვე ტენდენციებს, თუ რა შეიძლება გამოვიყენოთ ნაძვისხის თავზე ვარსკვლავის მაგიერ. ბევრი მათგანის გაკეთებას საკუთარი ხელით შეძლებთ, ბევრსაც თავად გიკარნახებთ ფანტაზია!         

Read More

სანტას ქუდები – სახალისო დეკორაციის ფოტო გაკვეთილი

სანტას ქუდები – სახალისო დეკორაციის ფოტო გაკვეთილი

საახალწლო განწყობის შესაქმნელად, მარტივი და სახალისო დეკორაციის სახით შეიძლება სანტას ქუდების დამზადება, რომელსაც გამოიყენებთ საჩუქრის ყუთის გასაფორმებლად, ღვინის ბოთლის დასამშვენებლად, უბრალოდ თმის აქსესუარად ან საახალწლო სუფრის მოსართავად. გთავაზობთ ძალიან ადვილ ფოტო გაკვეთილს: მოიმარაგეთ წითელი მუყაოს ქაღალდი, ბამბა, სკოტჩი და წებო, ასევე მოიმარჯვეთ მაკრატელი, თეფში და ფანქარი (მრგვალი ფორმის გამოსაჭრელად).  1. შემოხაზეთ მრგვალი ფორმა ქაღალდზე თეფშის დახმარებით და გამოჭერით, გაყავით შუაზე და სკოტჩით დააწებეთ კიდეები 2. კონუსზე მიაწებეთ ბამბები და სანტას ქუდები უკვე მზად არის! 3….

Read More

ხელნაკეთი ნაძვისხე მაკარონისგან (ფოტო გაკვეთილი)

ხელნაკეთი ნაძვისხე მაკარონისგან (ფოტო გაკვეთილი)

თუ წინასაახალწლოდ კრეატიული ნაძვისხის შექმნის სურვილი გაგიჩნდათ, გთავაზობთ მარტივ მასტერკლასს, როგორ გავაკეთოთ ხელნაკეთი ნაძვისხე მაკარონისგან. ამისათვის დაგჭირდებათ მუყაოს ქაღალდი, რომლისგანაც გააკეთებთ ნაძვისხის ფორმას (ან მზა პოლიეთილენის ნაძვისხის ფორმის ჭიქა), წებო, მაკარონი (ამ შემთხვევაში, ბაფთის ფორმის), ნებისმიერი მასალა ნაძვისხის ძირის გასაკეთებლად (თუმცა, მის გარეშეც არ იქნება ურიგო) და საღებავი სასურველი ფერის მისაცემად. მორთეთ ხელნაკეთი ნაძვისხე თქვენი ფანტაზიის მიხედვით!  სპეციალურად ჩვენი მკითხველისთვის:

Read More

ბუხარი საშობაოდ – გააკეთეთ თქვენი ხელით!

ბუხარი საშობაოდ – გააკეთეთ თქვენი ხელით!

ბუხარი საშობაოდ განსხვავებულ ელფერს სძენს სახლის სიმყუდროვეს.  თუ თქვენს სახლში ნამდვილი ბუხარი არ მოიძებნება, შეგიძლიათ ბუხრის იმიტაცია თავად გააკეთოთ უმარტივესი მეთოდით! ამისათვის დაგჭირდებათ დიდი ზომის მუყაოს ყუთები, რომლებსაც ერთმანეთზე მიაწებებთ (წებოს ან სკოტჩის საშუალებით) და ბუხრის ფორმას მისცემთ, შემდეგ კი ვიზუალურ მხარეზე იზრუნებთ. აგურის ფორმის ნახატები შეიძლება თავად მიახატოთ, ან მოიძიეთ შპალერი აგურის გამოსახულებით და გადააკარით გამზადებულ ყუთის კონსტრუქციას. შედეგი აუცილებლად “გაგითბოთ” ინტერიერს! ვინ იცის, იქნებ სანტამ საჩუქრები სწორედ ამ ბუხართან დაგიტოვოთ?! არ დაგავიწყდეთ, გაგვიზიარეთ…

Read More

შობის ვარსკვლავი – როგორ მოვუაროთ პუანსეტიას

შობის ვარსკვლავი – როგორ მოვუაროთ პუანსეტიას

შობის ვარსკვლავი ანუ პუანსეტია მსოფლიოს ირგვლივ შობა-ახალი წლის ულამაზესი სიმბოლოა. მისი შეუდარებელი წითელი ფოთლები ინტერიერში განსაკუთრებულ საახალწლო განწყობას ქმნის, ამიტომაც ამ ყვავილზე მოთხოვნა წინასაშობაო დღეებში ყოველთვის იზრდება.   პუანსეტია ანუ “შობის ვარსკვლავი” რძიანას ერთ-ერთი სახეობაა. მისი სამშობლო ცენტრალური ამერიკაა. ამ ლამაზ მცენარეს “შობის ვარსკვლავი” იმიტომ შეარქვეს, რომ ყვავილობას სწორედ საშობაოდ იწყებს. ცნობილია ძირითადად, წითელი, ვარდისფერი და კრემისფერი სახეობები, ხელოვნურად მათი შერევით კი, სხვადასხვა შეფერილობის ყვავილები გამოიყვანეს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მის წვენს მავნე ბაქტერიების განადგურების უნარი აქვს. იგი თავის ირგვლივ ჰაერს ასუფთავებს სტრეპტოკოკებისა…

Read More

ნაძვისხეები მსოფლიოს ირგვლივ – ზღაპრული და შთამბეჭდავი

ნაძვისხეები მსოფლიოს ირგვლივ – ზღაპრული და შთამბეჭდავი

შობა-ახალი წლის დღესასწაულს მსოფლიოს ირგვლივ ულამაზესი ნაძვისხეებით და საახალწლო დეკორაციებით ეგებებიან. თვალი გადავავლოთ ყველაზე ზღაპრულ და შთამბეჭდავ ნაძვისხეებს, რომელთა სანახავად უამრავი ადამიანი იკრიბება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. 1. ნიუ-იორკი, აშშ 2. ბრიუსელი, ბელგია 3. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი 4. ბიბლოსი, ლიბანი    5. ფრანკფურტი, გერმანია 6. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი  7. მელბურნი, ავსტრალია (ლეგოს ნაძვის ხე)   8. პრაღა, ჩეხეთი 9. რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია 10. ტაიბეი, ტაივანი  11. ტურინი, იტალია 12. ვატიკანი 13. ვილნიუსი, ლიტვა 14. ვარშავა, პოლონეთი

Read More

როგორ ვაქციოთ ოთახის ყვავილები საახალწლო დეკორად

როგორ ვაქციოთ ოთახის ყვავილები საახალწლო დეკორად

ფრანგი ფლორისტები გვირჩევენ, თუ როგორ გამოვიყენოთ ოთახის მცენარეები საახალწლო დეკორად. საკმარისია ზამთრის პერიოდში მოყვავილე ულამაზესი მცენარეები და ქოთნები გავაფორმოთ დეკორატიული ნივთებით, თუმცა ზომიერების დაცვა აუცილებელია, რათა არ დაირღვეს ბუნებრივი ჰარმონია. საახალწლო დეკორად შეიძლება  ვაქციოთ არა მხოლოდ აყვავებული მცენარე, არამედ ნებისმიერი “მწვანე მეგობარი”. გთავაზობთ მცენარეებისა და დეკორაციების კომპოზიციისთვის ფერთა გამის შეხამების 4 ვარიანტს, რომლებიც ძალიან უხდება საახალწლო განწყობას და ზამთრის თემატიკას. 1.  ტრადიციული საახალწლო – თეთრ-წითელის კომბინაცია   2. ზამთრის ტბა – ცისფერი, ვერცხლისფერი და თეთრი 3. ჯადოსნური…

Read More
1 2 3