3 მცენარე, რომელიც თქვენს სახლს სურნელებით აავსებს

Spread the love

გარდა იმისა, რომ ოთახის მცენარეები ინტერიერს გვილამაზებენ, ზოგიერთ მათგანს შეუძლია სასიამოვნო სურნელითაც აავსოს სახლი. გამოვყოთ 3 ყველაზე არომატული ყვავილი, რომლებიც ხანგრძლივად უზრუნველყოფენ სუფთა და სასიამოვნო სურნელს თქვენს ირგვლივ.

ჟასმინი

თუ თქვენ ტკბილი არომატები მოგწონთ, ჟასმინი იდეალური მცენარეა, რომელიც თქვენს გარემოს ტკბილი სურნელით დაათრობს. გარდა ამისა, ჟასმინის საოცარი სუნი რელქსაციაშიც დაგეხმარებათ.

ჟასმინი

ლავანდა

შეუდარებელია ლავანდის დამამშვიდებელი და ნაზი სურნელი! თანაც, როგორც ამბობენ, ის უძილობის კარგი წამალია – საკმარისია საძინებელ ოთახში მოათავსოთ ლავანდა და მისი სურნელი ტკბილად გამოძინებაში დაგეხმარებათ!

ლავანდა

გერანიუმი

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანი, რადგან მას, როგორც წესი, ვარდის მსგავსი ნაზი არომატი აქვს და ჰაერსაც ძალიან კარგად წმენდს! გერანიუმის ყვავილების ცოცხალი ფერები ინტერიერსაც გაგიხალისებთ.

mcenareebi

 

მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge

 

3,023 total views, 1 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს